MARCA - კვარაცხელიამ გუტი გაგვახსენა

ესპანურ პრესაში აქტიურად აკვირდებიან ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს.

მართალია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „აინტრახტის“ წინააღმდეგ ქართველმა პენალტის რეალიზება ვერ მოახერხა, თუმცა მოგვიანებით, მან დიდებული საგოლე გადაცემა გაუკეთა დი ლორენცოს. „მარკა“ წერს, რომ აღნიშნულმა ეპიზოდმა გულშემატკივრებს გუტის შესანიშნავი ასისტი გაახსენა. 13 წლის წინ, ამ უკანასჯნელმა „დეპორტივოსთაან“ შეხვედრაში ქუსლით დაუტოვა ბურთი ბენზემას.

ეს ყველაფერი იმითაც არის განსაკუთრებულია, რომ კვარაცხელიას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე, სწორედ „ბლანკოსის“ ნახევარმცველი იყო: „ჩემი კუმირი კრიშტიანუ რონალდუა, მაგრამ ამასთანავე, ძალიან მიყვარდა გუტი. როდესაც ბავშვობაში ეზოში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს, თეთრი მაისურები გვეცვა, რომელზეც ჩემი ხელით მქონდა დაწერილი „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელის ნომერი და გვარი.“

მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ 22 წლის შემტევი 12 გოლსა და 15 ასისტს მოითვლის. მისი ბურთაობით არა ერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული და მათ შორის „რეალიც,“ როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა დასძინა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (3)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)