მოდრიჩი:„ეს საღამო „რეალის“ ისტორიაში ჩაიწერა“

ლუკა მოდრიჩმა „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...

„თამაშის სტარტზე გოლის გაშვება ყოველთვის ქმნის დამატებით პრობლემებს, მაგრამ მადრიდის „რეალს“ კიდევ უფრო რთული პრობლემის გადაჭრა მოუწია. მე-15 წუთზე ანგარიში 2:0 იყო, თანაც „ენფილდზე“, სადაც თამაში ძალიან რთულია.“

„დიახ, ეს საღამო „რეალის“ ისტორიაში ჩაიწერა. „ლივერპულის“ არენაზე 5 გოლის გატანა უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული.“

„უხეშობა ჩემს წინააღმდეგ? სიმართლე გითხრათ, ფაბინიოს ქმედებებმა გამაკვირვა, ის ხშირ შემთხვევაში უხეშობდა.“

„ვინისიუსმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ვამაყობ, რომ ბრაზილიელმა ჩემს თვალწინ საოცარი პროგრესი აჩვენა, ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის უდავო ლიდერია.“

„ოვაციები გულშემატკივრების მხრიდან? ეს სიამაყით მავსებს. დიდი მადლობა ინგლისელებს.“

  • Hala
  • 22 თებერვალი 2023
  • 3 309
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (128)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)