ვალვერდე: „ანჩელოტის სიტყვები მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის“
ფედერიკო ვალვერდემ წარმატებული ასპარეზობით გამოიჩინა თავი „ეფილდზე.“ ურუგვაელმა ნახევარმცველმა ჩატარებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შესვენების დროს ანჩელოტისთან კომუნიკაცია ნიშანდობლივი იყო. მან რამდენიმე სიტყვა გვითხრა, თუმცა ეს საკმაოდ ბევრს ნიშნავდა. მისი მხარდაჭერა მეტად დაგვეხმარება ემოციური თვალსაზრისით. თამაშამდე მწვრთნელმა მოგვიწოდა, რომ მაქსიმალურად ფოკუსირებული ვყოფილიყავით, მაგრამ მატჩის დებიუტში დაშვებულმა შეცდომებმა დაგვაზარალა. ჩვენ კარგად ვიცოდით, თუ როგორ უნდა გამოგვესწორებინა სიტუაცია. კარლო მშვიდი იყო გასახდელში. მან დაგვარწმუნა გამარჯვებისთვის საჭირო რესურსის არსებობაში.“
„ვინის ნაყოფიერმა ასპარეზობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.“
- 22 თებერვალი 2023
- 1 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.