წუთიერი დუმილი და „ლივერპულის“ სასიამოვნო ჟესტი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება „ლივერპულსა“ და „რეალს“ შორის წუთიერი დუმილით დაიწყო.
იურგენ კლოპისა და კარლო ანჩელოტის შეგირდებმა პატივი მიაგეს სამეფო კლუბის აწ უკვე ყოფილ საპატიო პრეზიდენტსა და ლეგენდას, ამანსიო ამაროს, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ „წითლების“ წარმომამადგენლებმა, მსაჯის სასტარტო სასტვენამდე, იმ ტრიბუნის წინ, სადაც „ბლანკოსის“ გულშემატკივრები ისხდნენ, ყვავილები განათავსეს.
- 22 თებერვალი 2023
- 1 130
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.