„რეალის“ პრეზიდენტი მბაპეზე მუშაობის გააქტიურებას გეგმავს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კილიან მბაპეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება...
ფრანგი ფეხბურთელი პარიზში ბედნიერი არ არის, „ბაიერნთან“ მარცხმა კი კიდევ უფრო მეტად გაამწვავა სიტუაცია.
მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს, „პსჟ“-ში კი ამის მიღწევას ვერაფრით ახერხებს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მბაპეს დედასთან, ფაიზა ლამარისთან აუდიენციას გეგმავს. ფაქტია, რომ ფრანგი ვარსკვლავის დედა შვილის ირგვლივ ტრიალებს და ძალიან დიდ ავტორიტეტს ფლობს.
„ბლანკოსისთვის“ კილიანის დამატება პრიორიტეტული კვლავ რჩება. მადრიდში მიაჩნიათ, რომ ლოტინის ტრანსფერი მომდევნო ზაფხულსაც სავსებით შესაძლებელია, ამისთვის „რეალი“ თანხას არ დაიშურებს.
- 18 თებერვალი 2023
- 1 045
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.