არასატე:„„რეალმა“ სტაბილურობა დაიბრუნა“
„ოსასუნას“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერნეცია გამართა, სადაც მეტოქე გუნდზეც ისაუბრა...
„მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მადრიდის „რეალი“ საკმაოდ რთულ პერიოდს გადიოდა, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია და გუნდმა სტაბილურობა შეინარჩუნა.“
„ანჩელოტის გუნდმა ლა ლიგა ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ყატარის მუნდიალის გამო არსებულმა პაუზამ ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედა და შემდგომი ჩავარდნა, რამაც „ბარსელონასთან“ „რეალის“ სხვაობა გაზარდა სწორედ ამ მიზეზებს უკავშირდება.“
„„ბლანკოსი“ ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც ფიქრობს და განსაკუთრებული კონცენტრაცია აქვს, მაგრამ იცის, რომ ლა ლიგაში ქულების დაკარგვა შესაძლოა ლა ლიგის დაკარგვის ტოლფასი იყოს. სწორედ ამიტომ სამეფო კლუბისგან აგრესიულ ფეხბურთს ველი.“
„ეს გუნდი კარგად მოერგო როგორც 4-3-3 სქემას, ასევე 4-2-3-1 სისტემასაც. არ ვიცი, როგორ ითამაშებს ანჩელოტი ბენზემას გარეშე, მაგრამ „მერენგებს“ შეტევაში შესაბამისი რესურსი ნამდვილად აქვთ.“
„ეს არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი. თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ყველა მომენტში ბოლომდე უბდა ვიბრძოლოთ და ყურადღება არ მოვადუნოთ.“
„„რეალს“ კარგად ვიცნობ და ვიცი, რამხელა სირთულეებს უკავშირდება ამ გუნდის დამარცხება, მაგრამ ჩვენ ეს გაგვიკეთებია და ახლაც იგივეს ვეცდებით.“
- 18 თებერვალი 2023
- 480
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.