ანჩელოტი:„თუ ამას გავაკეთებთ „ბარსა“ ლა ლიგას ვერ მოიგებს“
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„კარგი გრძნობები გვაქვს, კარგ დინამიკაში ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. გვჯერა იდეის, რომლითაც „ოსასუნას“ დამარცხებას შევძლებთ.“
„აზარი და კურტუა გუნდს უბრუნდებიან. ბენზემა „ოსასუნას“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს, რადგან რისკები არსებობს. კროოსი მდგომარეობა კი უმჯობესდება, მას ვირუსი ჰქონდა.“
„სპორტში ყველაფერი სუფთა უნდა იყოს. „ბარსელონასთან“ და მსაჯებთან დაკავშირებული ინფორმაციები ჩემს ინტერესს არ იწვევს.“
„ალვარო როდრიგესი შესანიშნავი ახალგაზრდაა და ვფიქრობ, მთავარი გუნდის დახმარებას ხშირად შეძლებს.“
„როდესაც დინამიკა კარგია, აუცილებლად უნდა დააგროვო ქულები და წარმატებაზე იფიქრო. დიახ, „ბარსელონასთან“ 8 ქულიანი სხვაობაა, მაგრამ გვჯერა, რომ შემცირება შესაძლებელია, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ.“
„ბენზემას როლი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ძალიან დიდი იქნება. კარიმის მოედანზე გასვლით რისკების შექმნას არ ვაპირებთ. სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება.“
„კლოპის გუნდის წინააღმდეგ საბრძოლველი ტაქტიკა ჯერ არ შემიმუშავებია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
„ვინისიუსის დაბრუნება მნიშვნელოვანია. ბრაზილიელი ძალიან საშიშია და ვთვლი, რომ გუნდს მომდევნო პაექრობებში გამოადგება.“
„მოდრიჩი პამპლონაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. მას ურჩევნია საწყისი წუთებიდან თამაში.“
„როდრიგო და ვინისიუსი ერთამენთის კონკურენტები არ არიან, რადგან ორივე სასტარტოს ფეხბურთელად განიხილება.“
„თუ ლა ლიგაში „ქამბექი“ და „ბარსელონას“ მეორე ადგილზე გადაყვანა გვსურს, ქულები აღარ უნდა დავკარგოთ, „რეალის“ მიზანი ყველა მატჩის მოგებაა.“
„საუკეთესო მწვრთნელი? მოდით ისე ვისაუბრებ, როგორც გარეშე პირი - „სამივე მწვრთნელი იმსახურებს საპატიო ჯილდოს““
- 17 თებერვალი 2023
- 4 223
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.