თებერვლის ბოლომდე „რეალი“ აზარს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდება
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ედენ აზართან შეხვედრა ჩანიშნა...
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ აზართან თანამშრომლობა მომდევნო ზაფხულს უნდა შეწყდეს, სწორედ ამიტომ თებერვლის ბოლომდე სპეციალური შეხვედრა შედგება.
მადრიდისტებს იმედი აქვთ, რომ აუდიენციის შედეგად ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება.
კონტრაქტის გაწყვეტა ბელგიელ ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსს მისცემს, რაც ახალი კლუბის მოძიებაში გაცილებით უფრო დაეხმარება.
- 15 თებერვალი 2023
- 740
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.