FIFA 27 თებერვალს საუკეთესო მოთამაშეებს გამოავლენს
FIFA-მ უკვე დაასახელა ფეხბურთელა ვინაობა, რომლებიც საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებენ...
უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ღონისძიება სულ რაღაც 2 კვირაში, 27 თებერვალს არის დაგეგმილი.
საუკეთესო მეკარის ჯილდოსთვის ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი და ალისონი იბრძოლებენ.
საუკეთესო მცველის ჯილდოსთვის რუდიგერი, ტეო ერნანდესი, ჰაკიმი, კანსელუ, დეივისი, ვან დაიკი, გვარდიოლი და ტიაგო სილვა გამოაცხადებენ პრეტენზიას.
რაც შეეხება ნახევარმცველებ, სია ასეთია - მოდრიჩი, კაზემირო, დე ბრუინი, ენცო, პედრი, ბელინგემი, გავი, კაზემირო.
საუკეთესო წინა ხაზს კი ამ ფეხბურთელებიდან დააკომპლექტებენ - ბენზემა, კრიშტიანო რონალდუ, კილიან მბაპე, ჰოლანდი, ნეიმარი, ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი.
შეფასება მოიცავს 2021 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდს, სადაც მოხსენიებულია მსოფლიო ჩემპიონატიც.
- 14 თებერვალი 2023
- 403
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.