ვალდანო:„„რეალმა“ სხვაობა 5 ქულამდე უნდა შეამციროს“
ხორხე ვალდანომ ლა ლიგის ცხრილში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...
„ვფიქრობ, მადრიდის „რეალმა“ სხვაობა 5 ქულამდე უნდა შეამციროს, ამისთვის კი საჭიროა ლა ლიგის გამოტოვებული დაპირისპირების მოგება და „ელ კლასიკოში“ 3 ქულის ჩაწერა, რაც ნამდვილად არ იქნება რიგითი 3 ქულა.“
„დიახ, 11 ქულიანი სხვაობა თვალშისაცემია, მაგრამ სამეფო კლუბს აქვს შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოს.“
„ესპანეთის შიდა სარბიელზე ყველაფერი დასრულებული არ არის, მაგრამ „ბლანკოსს“ ბოლო შანსი აქვს. კარლო ანჩელოტის გუნდს არცერთი ქულის დაკარგვის უფლება აღარ მიეცემა.“
- 13 თებერვალი 2023
- 916
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.