რაული „რეალიდან“ 8 ფეხბურთელის გაშვებას მოითხოვს!
ესპანური გამოცემების ცნობით, რაულ გონსალეს ბლანკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, „ბლანკოსში“ დიდი წმენდა ჩატარდება...
„ელ კაპიტანოს“ საკუთარი ხედვები აქვს და რამდენიმე კასტილიელის მთავარ გუნდში დაწინაურებას აპირებს. ესპანელი ლეგენდა მიიჩნევს, რომ გუნდი კიდევ უფრო უნდა გაახალგაზრდავდეს და სწორედ ეს იქნება წარმატების გასაღები.
არსებული ინფორმაციით, რაული მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლის შემთხვევაში გუნდიდან გაუშვებს ანდრეი ლუნინს, ალვარო ოდრიოზოლას, მარიანო დიასს, ედენ აზარს, დანი სებალიოსს, ლუკა მოდრიჩს, ფერლან მენდის და ხესუს ვალიეხოს. „ელ კაპიტანო“ მეორე მეკარის პოზიციაზე კასტილიას კიპერებს განიხილავს, ლუნინს კი იჯარით გაშვებას უპირებს.
ამდენი მოთამაშისგან გუნდის დაცლის შემდეგ ახალი სახეების მოყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, სწორედ ამიტომ ფლორენტინო პერესს სერიოზული აქტიურობა მოუწევს.
თუ პრეზიდენტი ლეგენდას მართლაც დანიშნავს მთავარ მწვრთნელად, მომდევნო სეზონში რადიკალურად განსხვავებულ შემადგენლობას ვიხილავთ.
- 13 თებერვალი 2023
- 8 243
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.