ლორენტესთვის 19 მილიონი მზადდება
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბში ფორვარდთა დეპიციტია და ჟოზე მოურინიო საუკეთესო წინახაზელს ეძებს. გამოცემა მარკამ გააკეთა გამოკითხვა, სადაც რამდენიმე ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებული კი ფერნანდო გახდა...
"სამეფო კლუბი ისედაც დაინტერესებული იყო ამ კანდიდატურით, ახლა კი ხელმძღვანელობამ ისიც შეიტყო, რომ ქომაგებსაც ძალიან სურთ ახალგაზრდა ფეხბურთელის ნახვა რეალის რიგებში."
"დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი და კომპანია ფორვარდის სანაცვლოდ 19 მილიონ ევროს ამზადებენ."
"იმ ფონზე, რომ ბილბაოს ატლეტიკს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, არ არის გამორიცხული, რომ ეს ტრანსფერი იოლად გაიჩარხოს. ხსენებული თანხა, ბასკთა ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს და სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას."
"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ 2 კვირაა დარჩენილი და "ბლანკოსს" საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გამართოს."
- 15 აგვისტო 2010
- 1 696
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.