„რეალი“ მოდრიჩს სანაკრებო კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებს
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს...
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, ლუკიტასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მაგრამ სანაცვლოდ ითხოვს, რომ ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულოს.
მადრიდელთა აზრით, მოდრიჩი ეროვნულ გუნდში არნახულ დატვირთვებს უძლებს, ძალიან ბევრს მოგზაურობს და შეუცვლელად თამაშობს, რაც მისი ტრავმების რისკებს ზრდის.
მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკამ რამდენჯერმა 120 წუთი გაატარა საქმეში, მადრიდში დაბრუნების შემდეგ კი ოპტიმალური კონდიციისგან ძალიან შორს იყო.
კონტრაქტი მზადდება, მაგრამ დათმობაზე წასვლა მოდრიჩსაც მოუწევს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხორვატთა კაპიტანს ძალიან გაუჭირდება.
- 12 თებერვალი 2023
- 4 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.