ედუარდო კამავინგამ სამეფო კლუბში რეკორდი დაამყარა
ედუარდო კამავინგა მადრიდის „რეალის“ ისტორიაში შევიდა...
ახალგაზრდა ფეხბურთელი 20 წლის და 93 დღის ასაკში 5 ოფიციალურ ტიტულს ფლობს.
მსგავსი შედეგი სამეფო კლუბის მრავალწლიან ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია.
კამავინგას დებიუტი „ბლანკოსში“ შარშან შედგა, მას შემდეგ გუნდმა ესპანეთის სუპერთასი, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთსი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
აღნიშნული რეკორდი აქამდე იკერ კასილიასს ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც მეხუთე ტიტული 21 წლის და 102 დღის ასაკში დაფიქსირდა.
- 12 თებერვალი 2023
- 927
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.