მოდრიჩი:„„რეალიდან“ წასვლის შემდეგ ამ დღეებით ვიამაყებ“
ლუკა მოდრიჩმა მაროკოში მიღწეული წარმატების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„როგორც ნახევარფინალში, ასევე ფინალში გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ ჩემპიონები გავხდით და მადრიდში ბედნიერები ვბრუნდებით.“
„ვულოცავ ვინისიუს ჟუნიორს. ყოველთვის მახარებს, როდესაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ახალგაზრდა მოთამაშე ხდება. ეს მოტივაციას ზრდის და უფრო პასუხისმგებლიანი ხდები.“
„მრავალგოლიანმა ფინალმა გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭა. მადლობა ადგილობრივებს, რადგან თავი ესპანეთში გვეგონა.“
„როდესაც „რეალიდან“ წავა, ჩემი ჩემპიონობით და ასეთი დღეეებით ვიამაყებ. სამეფო კლუბი ყოველთვის არის დაკავშირებული ოქროს მედლებთან.“
„ეს უნდა იყოს მუხტი და სტარტი იმ ბრწყინვალე სერიისა, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გვქონდეს.“
- 12 თებერვალი 2023
- 1 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.