ვალვერდე:„ანჩელოტიმ ახალი დავალება მომცა, რაც რთული შესასრულებელია“
ფედერიკო ვალვერდემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან გახარებული ვარ. ვცდილობ, პროგრესი ვაჩვენო და გუნდისთვის უფრო საჭირო ფეხბურთელი გავხდე. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შრომას ძალიან კარგი შედეგები მოაქვს. შედარებით რთული პერიოდი უკან დარჩა, ახლა წინსვლის დროა, ჩვენ ჩემპიონები გავხდით.“
„საუკეთესოობაზე ფიქრის დრო არ არის. თუ ფეხბურთელს წარმატების მიღწევა სურს, გუნდური სულისკვეთება უნდა გაიზიაროს.“
„დიახ, ანჩელოტის დავალება ნახევარ სეზონში შევასრულე. ჩემთვის საამაყოა, რომ 10 გოლიან ნიშნულს გადავრჩი. იტალიელმა მითხრა, რომ ახლა შედეგები უნდა გავაორმაგო. ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ ძალას არ დავზოგავ.“
„დიდი მადლობა კარლოს. ის რთულ მომენტში დამეხმარა და სათამაშო დრო მომცა, რამაც ოპტიმალურ კონდიციაში მისვლამდე გზა გამიკვალა.“
- 12 თებერვალი 2023
- 1 100
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.