კროოსი:„სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა მსურს“
ტონი კროოსმა „ალ ჰილალთან“ გამარჯვებისა და ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ჩვენ რაბათში ტიტულის მოსაგებად ჩამოვედით და დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვფიქრობ, მადრიდის „რეალმა“, როგორც ფინალში, ასევე ნახევარფინალში უნაკლოდ იასპარეზა და დამსახურებული ჩემპიონია.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მეექვსედ მოვიგე. დიახ, ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ციფრებს არ ვითვლი. მთავარი თამაშისგან სიამოვნების მიღებაა. შედეგები ყოველთვის თავისით მოდის. ახლა მსურს, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართო.“
„დაცვაში მცირე ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მთელი გუნდით შეტევაში ვიყავით.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მოსახვედრად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა საჭირო. ჩვენ აქამდე მოსასვლელად საკმაოდ გრძელი გზა გამოვიარეთ და სუპერ მოტივირებულ „ალ ჰილალს“ შევხვდით, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა.“
„ჩემი „რეალიდან“ წასვლა? გადაწყვეტილება ცალსახაა, ახლა ვერაფერს ვიტყვი. ხელმძღვანელობას სეზონის ბოლოს შეხვდები და სიტუაციას გავააანალიზებ.“
„განრიგი რთულია, მატჩების ჩატარება 3 დღეში ერთხელ გვიწევს, მაგრამ ვალდებულნი ვართ, მოვბილიზდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ წარმატების მისაღწებად.“
- 12 თებერვალი 2023
- 1 961
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.