ანჩელოტი:„„რეალი“ უმჯობესედება, ჩვენ ჩემპიონები გავხდით“
კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მართლაც საოცარ ადგილზე ვიყავით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვიჭერდა მხარს, რაც ძალიან გვაძლიერებდა. სახლში ბედნიერები ვბრუნდებით. „ბლანკოსი“ კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.“
„ჩვენ ვუმჯობესედებით. კოლექტივი ძალიან ბრძოლუსუნარიანია. ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებამ რესურსი გაზარდა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაც მოდის.“
„ენერგია, რომელსაც ფედერიკო ვალვერდე მოედანზე დებს, მართლაც თვალშისაცემია. ურუგვაელს რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ბრუნდება. მან ფინალში 2 გოლის გატანა შეძლო, რითიც ძალიან გამახარა.“
„ვინისიუსი საოცარ განსხვავებებს ქმნის. სისწრაფე, მიზანდასახულობა და რაც ყველაზე მთავარია უდიდესი მოტივაცია, რომელიც ბრაზილიელს აქვს, „რეალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.“
„„რეალი“ და „მილანი“? მე ორივე კლუბის ისტორიის ნაწილი ვარ, სწორედ ამიტომ სიამაყით ვივსები.“
„ჩუამენთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, მან დარტყმა მიიღო, მაგრამ ყველაფერი რიგზეა.“
„ვინისიუსს დაღლილობის არაფერი ეტყობა, ის ენერგიით სავსეა და დასვენებას ნამდვილად არ საჭიროებს. ბრაზილიელი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის.“
„ვინის გაწვრთნა ბრაზილიაში? ღიად ვამბობ, რომ „ბლანკოსში“ დარჩენა მსურს. ვნახოთ, რა მოხდება“
- 12 თებერვალი 2023
- 1 613
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.