ბენზემა დაწინაურდა და ახალი ისტორიის შექმნასთან ახლოსაა
კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალის“ მაისურისთ 24-ე ტურნირი მოიგო. ფრანგი ალბათ ყველაზე ტკბილ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთ შედეგებს დააფიქსირებდა...
ბენზემამ ლეგენდარულ პაკო ხენტოს გაასწრო, რომელსაც 23 ტიტული ჰქონდა მოგებული. ახლა წინ მხოლოდ მარსელო ვიერაა, რომლის ანგარიშზეც 25 თასი ირიცხება.
იმ შემთხვევაში, თუ ბენზემა კიდევ 1 ტიტულს მოიგებს, მარსელოს გაუთანაბრდება, ხოლო 2 ტიტულის მოგების შემთხვევაში აბსოლუტური რეკორდმსენის სტატუსს მიიღებს.
ბენზემას უკან არიან უკვე ზემოთხსენებული ხენტო 23 ტიტულით, მანუელ სანჩსი, სერხიო რამოსი, ნაჩეტე ფერნანდესი და ლუკა მოდრიჩი 22-22 ტიტულით, ხოლო დანი კარვახალი 21 ტიტულით.
- 12 თებერვალი 2023
- 797
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.