ზიკოს კომენტარი ვინიზე, ენდრიკსა და ანჩელოტიზე
გამოცემა „მარკამ“ ლეგენდარულ ზიკოსთან, რომელიც მაროკოში იმყოფება, კომენტარი ჩაწერა.
„ვინისიუსი უკვე დიდებული ფეხბურთელია იმ მიღწევების გამო, რაც ესპანეთში დააფიქსირა. ვფიქრობ, მას არასამართლიანად ეპყრობიან. სანამ ფეხბურთელზე გადავალთ, პიროვნების პატივისცემაა საჭირო. ჩემი აზრით, ბრაზილიელის მიმართ აგორებულ კამპანიაში დიდი წვლილი პრესასაც მიუძღვის. პირველ რიგში სწორედ მედია არის ვალდებული დაგმოს მსგავსი ფაქტები.“
„როგორც ვინის, ენდრიკის შემთხვევაშიც „რეალს“ მოთმენა მართებს. 16 წლის მოთამაშე საკმაოდ სწრაფია და შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა მადრიდს სწორ დროს უნდა შეუერთდეს და არა მეორე შემადგენლობაში სათამაშოდ.“
„ანჩელოტის ყველაფერი აქვს. მას უყვარს ბრაზილიური ფეხბურთი და კარგად იცნობს ჩვენს ხასიათს. კარლო ერთ-ერთი წარმატებული დამრიგებელია მსოფლიოს მასშტაბით. თუ მისი გადაბირება მოხდა, აპლოდისმენტებით შევხვდები ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, იტალიელი დიდ სამუშაოებს ჩაატარებს „სელესაოში.“ რა თქმა უნდა, უცხოელი დამრიგებლის მოყვანის წინააღმდეგ არ ვარ, მაგრამ ამასთანავე ქვეყანაშიც გვყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნაკრების ჩაბარება. ძალიან მომწონს გვარდიოლა და კლოპი, თუმცა ანჩელოტი პირველი არჩევანია. ყველაფერთან ერთად „რეალის“ ამჟამინდელი მესაჭე ფანტასტიკური ადამიანია. ვიმედოვნებ, ნაყოფიერ მოღვაწეობს უკვე ეროვნული გუნდის დონეზე გააგრძელებს.“
- 11 თებერვალი 2023
- 1 411
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.