ლა ლიგის პრეზიდენტი აღშფოთებას ვერ მალავს

ხავიერ ტებასი (ლა ლიგის პრეზიდენტი) ევროპის სუპერ ლიგის განახლებას გამოეხმაურა.

„თავს ნუ მისცემთ მოდუნების უფლებას. ეს არის ტოპ კლუბების მხრიდან ახალი მცდელობა მიითვისონ ევროპული ფეხბურთი. წლების განმავლობაში აღნიშნულმა გუნდებმა არაერთხელ ჩაიგდეს ტყვედ ევროპული ფეხბურთის სხვადასხვა ორგანოები და იღებდნენ უფრო მეტ ფულსა და ძალაუფლებას.“

„რაიჰარტი გადატრიალების ახალი სახეა, რომელიც ევროპულ ფეხბურთზე სრული კონტროლის აღებას იასახავს მიზნად, რაც სპორტის ამ სახეობას აქცევს ელიტურად. შესაბამისად, ის არ იქნება ხელმისაწვდომი ყველასათვის.“

„რაიჰარტის და მისი მეგობრების მიერ მოფიქრებული ტურნირი არის აჯანყება ევროპული ფეხბურთის მოდელის წინააღმდეგ, რომელიც წერტილს დაუსვამს ეროვნულ ჩემპიონატებს. აქედან გამომდინარე საჭიროა ერთსულოვნება. მათ განზრახული აქვთ ჩვენთვის ჭკუის სწავლება და მაინტერესებს, მართლა ფიქრობენ, რომ უცოდინრები ვართ?“

„შიდა ჩემპიონატში წარმატების მოპოვება აღარ იქნება გარანტი ევროპულ სარბიელზე გასასვლელად. ბებერი კონტინენტისაკენ გზა მხოლოდ დიდ კლებს ექნებათ დაჯავშნილი. მათი ფინანსური და ეკონომიკური უსაფრთხოება ნაციონალური ლიგების კრახის ხარჯზე მოხდება.“

„ბატონი რაიჰატი და მისი მეგობრები ყველაზე ჭკვიანებად თვლიან თავს, ხოლო „უეფას,“ ასოსციაციებს, ლიგებს, კლუბებსა და გულშემატკივრებს სულელებად აღიქვამენ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)