ლა ლიგამ „რეალი“ და „ბარსელონა“ დაბლოკა
როგორც იცით, ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეა კვლავ გაცოცხლდა. „რეალი,“ „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ განახლებული ხედვებით აპირებენ სხვა კლუბების დაინტერესებას.
ამ ინფორმაციამ უკვე დიდი ხმნაური გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში და კერძოდ ესპანეთში. ლა ლიგამ კი, მადრიდელებისა და კატალონიელების ერთგვარი „დასჯა“ გადაწყვიტა. კონკრეტულად, Vozpópuli-ს ცნობით, ჩემპიონატის ყველაზე პოპულარული კლუბები ვეღარ დაესწრებიან შეხვედრებს, სადაც განხილული იქნება სატელივიზიო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
ხავიერ ტებასმა აღნიშნული ზომები პრიმერა დივიზიონის სხვა კლუბების, საკონსულტაციო კომპანია KPMG-სა და იურისტების რეკომენდაციის შედეგად მიიღო. პრეზიდენტმა ჩატარებული კვლევების შედეგად წარედგინა ანგარიში, სადაც ასახულია ის ზიანი, რაც ლა ლიგას მიადგება ახალი ტურნირის დაარსების შემთხვევაში.
- 11 თებერვალი 2023
- 6 156
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.