„ფიფას“ უაზრო რეგულაცია საკლუბო მუნდიალზე

11 თებერვალს, მაროკო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ოქროს მედლებისათვის კი, „რეალი“ და „ალ ჰილალი“ იბრძოლებენ.

„ფიფას“ რეგულაციების თანახმად, თუ გადამწყვეტ დაპირისპირებაში ფეხბურთელი ან მწვრთნელი პირდაპირ წითელ ან 2 ყვითელ ბარათს მიიღებს, მას მომდევნო თამაშის გამოტოვება მოუწევს. უფრო კონკრეტულად, გაძევების შემთხვევაში, „ბლანკოსის“ მოთამაშე „ელჩესთან“ (15 თებერვალს) იუქმებს. შესაბამისად, დისკვალიფიკაცი სცდება ტურნირის ფარგლებს.

ამასთანავე, წესებში აღნიშნულია, რომ ჩემპიონატის განმავლობაში 2 სხვადასხვა შეხვედრაში გაფრთხილებაც დისკვალიფიკაციის ტოლფასია, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რამდენად ვრცელდება ეს ნორმა ნახევარფინალსა და ფინალზე.

„ალ აჰლისთან“ გამართულ შეხვედრაში მადრიდელთა მხრიდან მხოლოდ ჩუამენი დასაჯა მსაჯმა (ყვითელი ბარათით). აქედან გამომდინარე, მას სიფრთხილით მართებს ასპარეზობა არაბების წინააღმდეგ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)