ანჩელოტებისა და დიასების დაპირისპირება
შაბათს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „რეალისა“ და „ალ ჰილასის“ დაპირისპირების მომსწრენი გახდებიან გულშემატკივრები.
საინტერესოა, რომ საუდის არაბეთის ბინადარ კლუბს სათავეში უდგას რამონ დიასი. ამ უკანასკნელისა და ანჩელოტის გზები ხშირად იკვეთებოდა ფეხბურთელობის დროს, მაგრამ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, სადებიუტო ჯახს გამართავენ.
არგენტინელი თავდამსხმელი ისეთ კლუბებში გამოდიოდა, როგორებიცაა „ნაპოლი,“ „აველინო, “„ფიორიენტინა“ და „ინტერი,“ ხოლო პაპა კარლო „მილანისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.
დასამახსოვრებელია მათი შერკინება 1982/83 წლების სეზონში. სერია ა-ს მორიგ ტურში დედაქალაქელებმა ნეაპოლელებს უმასპინძლეს და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-2 დაამარცხეს. მატჩის პირველი გოლი სწორედ დიასის ანგარიშზეა, მესამე კი ანჩელოტის, რომელმაც შესანიშნავი დარტყმა ჩაიწერა აქტივში.
იტალიელისა და აგრენტინელის მომდევნო შერკინება იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ორივეს სათადარიგო სკამზე შვილები უმაგრებენ ზურგს. კარლოს დევიდე აძლევს რჩევებს, რამონს ემილიანო.
- 10 თებერვალი 2023
- 783
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.