ოდეგორი:„„რეალში“ განვითარება წარმოუდგენელი იყო“

მარტინ ოდეგორმა წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და „რეალზე“ ისაუბრა...

„ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც მსოფლიოს ტოპ გრანდებმა შემოთავაზებები გამიკეთეს. ეს მართლაც საოცარი რამ იყო.“

„დავფრინავდი კლუბების პირადი თვითმფრინავებით, მამასთან ერთად არაერთ ლეგენდას შევხვდი. არასდროს მავიწყდება არსენ ვენგერთან ერთად სტეიკის ჭამა. მაშინ ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს სიზმარი იყო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.“

„ჩემით „რეალი“, მანჩესტერ „იუნაიტედი“, „არსენალი“, „ლივერპული“, „დორტმუნდი“ ინტერესდებოდნენ. ძალიან ახლოს ვიყავი „მეთოფეები“ არჩევასთან, მაგრამ ბოლოს „ბლანკოსისგან“ მნიშვნელოვანი წინადადება მივიღე და დავთანხმდი.“

„ჩემი კუმირი ისკო ალარკონი იყო. ესპანელს შესანიშნავი სეზონები ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად ბევრს ვისწავლიდი.“

„„რეალი“ მაშინ ყველაფერს იგებდა, კრიშტიანო რონალდუს თამაში კი აღმაფრთოვანებდა. მამას ვუთხარი, რომ მადრიდი მადრიდია და სწორედ სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში მსურდა.“

„არ დამავიწყდება „რეალში“ პრეზენტაციის დღე. თვითმფრინავი ნორვეგიაში გამოგვიგზავნეს და დილით ადრე შხაპის მიღების დროც არ მქონდა. როდესაც ესპანეთის დედაქალაქში ჩავფრინდი, მეგონა სასტუმროში განთავსების საშუალება მომეცემბოდა, მაგრამ რას ვხედავ?! აეროპორტში ემილიო ბუტრაგენიო დამხვდა, რომელმაც მითხრა, რომ პრეზენტაციამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. მაშინდელი ემოციები ახლაც კარგად მახსოვს.“

„ვფიქრობ, „რეალმა“ ბევრი მომცა, მაგრამ ეს არ არის კლუბი, რომელშიც განვითარება მარტივია. მე „მერენგების“ რიგებში სწორედ მაშინ მოვხვდი, როდესაც კაზემირო, მოდრიჩი, ისკო და კროოსი საუკეთესო ფორმაში იყვნენ.“

„ზინედინ ზიდანთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის თავდაჯერებას მაძლევდა და გარკვეულ დაპირისპირებებში სათამაშო დროც მივიღე.“

„როდესაც საუკეთესო ფეხბურთი უნდა მეთამაშა და შანსი მომცემებოდა, კოვიდ 19 გააქტიურდა, რასაც ჩემი ტრავმა დაემატა. ამ ყველაფერმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მადრიდული კარიერაც სწორედ მაშინ დასრულდა. საკუთარ თავს ვეღარ ვხედავდი და მივიჩნევდი, რომ წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.“

„არაერთ კლუბში ვითამაშე იჯარის წესით და გამოცდილება მივიღე, „არსენალმა“ კი სტაბილურობა მომცა. მე ვფიქრობ, რომ „ბლანკოსში“ დარჩენას აზრი არ ჰქონდა, თუმცა მადრიდული დღეები მაინც დაუვიწყარია.“

  • Hala
  • 10 თებერვალი 2023
  • 708
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)