ანჩელოტი ბრაზილიაში? - შეხვედრა ჩანიშნულია...
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე ბრაზილიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო და მას შემდეგ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია.
Globo Esporte-ს ინფორმაციით, „სელესაოს“ ბოსებს იმდენად უნდათ კარლო ანჩელოტისთან საქმიანი ურთიერთობის დაწყება, რომ მზად არიან, ზაფხულამდე მოიცადონ. მეტიც, მიმდინარე თვეში ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი ესპანეთის დედაქალაქს ესტუმრება, სადაც შეხვედრას გამართავს იტალიელ სპეციალისტთან და „რეალის“ ხელმძღვანელობასთან.
სამხრეთ ამერიკელები ეცდებიან ანჩელოტი დაარწმუნონ „ბლანკოსიდან“ წამოსვლაში, სადაც მას 2024 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი კონტრაქტი.
- 10 თებერვალი 2023
- 1 032
- 47
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.