რუდიგერმა დავიდ ალაბას და მილიტაოს გაასწრო
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის სტარტიდან დღემდე სამეფო კლუბის დაცვის ცენტრის ძირითად მოთამაშეებად ედერ მილიტაო და დავიდ ალაბა ითვლებიან, სტატისტიკა სხვა რეალობაზე მიგვითითებს...
ანტონიო რუდიგერს ამ სეზონში 29 დაპირისპირებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2097 ჩატარებულ წუთს მოითვლის, ეს კი იმ ფონზე, როდესაც დავიდ ალაბას ანგარიშზე 25 დაპირისპირება და 1916 წუთია.
რაც შეეხება თითქოს შეუცვლელ ედერ მილიტაოს, ბრაზილიელს ანგარიშზე 26 მატჩი და 2025 წუთია.
რუდიგერი თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 72 წუთს თამაშობს, ედერ მილიტაო 77 წუთს, ალაბა კი 76 წუთს.
გამოდის, რომ ამ სეზონში გერმანელს კონკურენტებზე მეტი დრო აქვს მოედანზე გატარებული, რასაც სავარაუდოდ ტრავმები და დისკვალიფიკაციები განაპირობებს, თუმცა ფაქტი სახეზეა.
ცნობისთვის, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თითქოს ჩრდილში მყოფ და უშანსოდ დარჩენილ ნაჩეტე ფერნადესს უკვე 21 დაპირისპირებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1297 ჩატარებულ წუთს მოითვლის.
- 9 თებერვალი 2023
- 871
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.