პრეზიდენტებმა ერთად უყურეს ნახევარფინალურ მატჩს
ფლორენტინო პერესმა, ჯანი ინფანტინომ და ხალედ მორტაგიმ ერთად მიადევნეს თვალ-ყური მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ დაპირისპირებას.
„რეალის,“ „ფიფასა“ და „ალ აჰლის“ პრეზიდენტები ერთმანეთს მატჩის დაწყებამდე, სტადიონის „ვიაიპ“ სივრცეში შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.
„ბლანკოსის“ პირველი პირი მაროკოს დედაქალაქში გუშინ ჩაფრინდა. ის საყვარელ ფეხბურთელებს ფინალურ მატჩშიც დაუჭერს მხარს.
- 9 თებერვალი 2023
- 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.