ვინისიუსის 50-ე გოლი და MVP
ახალაგზრდა ფეხბურთელისათვის საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალური დაპირისპირება განსაკუთრებული გამოდგა.
ვინისიუს ჯუნიორმა „ალ აჰლის“ წინააღმდეგ მადრიდული კარიერის 50-ე (31 ლა ლიგაზე, 12 ჩ/ლიგაზე, 4 „კოპა დელ რეიზე,“ 1 ესპანეთის სუპერ თასზე და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე) გოლი გაიტანა. მარცხენა შემტევმა მეტოქის შეცდომა ნაყოფიერად გამოიყენა და მეკარეს ლამაზი მოძრაობით თავზე გადაუგდო ბურთი. სრულიად დამსახურებულად, ვინი ეგვიპტელებთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ის „რეალის“ ისტორიაში მესამე ბრაზილიელია, რომელმაც 50 და მეტი შედეგიანი დარტყმის განხორციელება მოახერხა. მის წინ მხოლოდ რობერტო კარლოსი (68) და რონალდო (104) არიან.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში „ოციანი“ უკვე 14 გოლს ითვლის და შესაბამისად, შემადგენლობის საუკეთესო ბომბარდირია.
- 9 თებერვალი 2023
- 398
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.