უგო სანჩესის რჩევა ვინისიუსს: „როდესაც გოლს გაიტან...“
ლეგენდარულმა უგო სანჩესმა ვინისიუს ჯუნიორს რჩევა მისცა.
„რაც უფრო შეურაცხოფას მაყენებდნენ, უფრო მნიშვნელოვნად ვგრძნობდი თავს, ვინაიდაინ ისინი მაკვირდებოდნენ. ნერვიულობისა და გაღიზიანების ნაცვლად, ეს ყველაფერი შთაგონებას იწვევდა ჩემში. ანალოგიური ხდება ვინისიუსთან დაკავშირებითაც. მან ნიშანდობლივ ფიგურად უნდა იგრძნოს თავი და როდესაც ბურთს მიიღებს, მიხვდება, თუ როგორ შიშით უყურებენ მას და ფიქრობენ - „ისევ ის მოდის.““
„რა უნდა გააკეთოს ბრაზილიელმა? იმათივე იარაღით დაიცვას თავი, თუმცა ისე, რომ ყვითელი ბარათის მსხვერპლი არ გახდეს.“
„თავდამსხმელები ყველაზე რთულ საქმეს ასრულებენ ფეხბურთში, რაც თამაშის შექმნასა და გოლის გატანას გულისხმობს. უკანა ხაზში ასპარეზობა მარტივია, ურტყამ მეტოქეს და ხელს უშლი თავის გამოჩენაში. მეც და ვინიც ზიანს ვაყენებთ მოწინააღმდეგეს და ამიტომაც არიან ასე განწყობილი ჩვენს მიმართ. როდესაც მასთან ბურთი მიდის, მცველები სასოწარკვეთაში ვარდებიან.“
„მეც ხშირად მირტყადნენ ფეხებში და შესაბამისად, პერიოდულად, იგივენაირად ვპასუხობდი, ხოლო გოლის გატანის შემდეგ, მივდიოდი და მათ თვალწინ აღვნიშნავდი.“
- 8 თებერვალი 2023
- 971
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.