კურტუა საბოლოოდ გამოირიცხა
ტიბო კურტუა „მალიორკასთან“ მატჩამდე მიღებული ტრავმის გამო, თანაგუნდელებთან ერთად ვერ გაემგზავრა მაროკოში.
კარლო ანჩელოტის იმედი ჰქონდა, რომ ბელგიელი კარის დარაჯი უახლოესი დღეების განმავლობაში მოახერხებდა მწყობრში ჩადგომას და გუნდს ფინალური დაპირისპირებისთვის (საგზურის მოპოვების შემთხვევაში) შეუერთდებოდა, თუმცა Relevo-ს ინფორმაციით, მოვლენების მსგავსი განვითარება გამოირიცხა. „პირველ ნომერს“ კვლავ აწუხებს გარკვეული დისკომფორტი და სამედიცინო შტაბი რისკზე წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, მთელი ტურნირის განმავლობაში „რეალის“ კარზე პასუხისმგებელი ანდრეი ლუნინი იქნება.
უკრაინინელი ფეხბურთელის გარდა, იტალიელი სპეციალისტი განკარგულებაში იქნებიან ლუის ლოპესი და ლუკას კანისარესი.
- 8 თებერვალი 2023
- 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.