ტომას ტუხელი „რეალს“ უმიზნებს
გერმანული და ესპანური გამოცემების ცნობით, ტომას ტუხელი მადრიდის „რეალში“ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება და მთავარი მწვრთნელობა სურს...
ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ის სამეფო კლუბში წარმატების მიღწევას შეძლებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტუხელი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც „ბლანკოსში“ მუშაობა დიდ გამოწვევად მიაჩნია და ამაშია გასაკვირი, ვინაიდან „რეალზე“ ყოველთვის „ნადირობენ“.
რაც შეეხება სამეფო კლუბის პოზიციას. ფლორენტინო პერესი ამ ეტაპზე სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ ანჩელოტის ალტერნატივად კლოპს, ზიდანს და ჟოზე მოურინიოს განიხილავს.
მადრიდელთა ოფისებში, ტუხელის გვარს აქტუალობა ჯერ-ჯერობით არ შეუძენია, თუმცა არავინ იცის რა მოხდება სეზონის ბოლომდე და როგორ განვითარდება ანჩელოტის კარიერა.
- 8 თებერვალი 2023
- 972
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.