„ატლეტიკო“ „რეალის“ შემტევს ეპატიჟება
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „ატლეტიკო“ თანაქალაქელი „რეალის“ შემტევსაც ეპატიჟება. როგორც ჩანს, ენრიკე სერეზოს ინტერესთა არეალი მხოლოდ სებალიოსით არ იფარგლება...
„როხიბლანკო“ მოხიბლულია მარკო ასენსიოს უფასოდ დამატების პერსპექტივით და ფეხბურთელისთვის 5 წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, სადაც მისი ანაზღაურება მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი და 9 მილიონ ევროს მიაღწევს.
ამხელა ხელფასის გადახდას სერეზო მოთამაშის უფასოდ დამატების პერსპექტივით ხსნის. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასენსიოს საბაზრო ღირებულება დღესდღეობით მინიმუმ 40 მილიონია, მისი უფასოდ დამატება კი „როხიბლანკოელებს“ ხელფასის გადახდის რესურსს გაუზრდის.
- 8 თებერვალი 2023
- 1 800
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.