ნეიმარი:„მას „რეალში“ მეტი დაფასება სჭირდება“
ბრაზილიელმა ნეიმარმა თანამემამულე დაიცვა და განაცხადა, რომ მას „რეალში“ მეტი დაფასება სჭირდება...
„ვფიქრობ, ვინისიუსის დონის ფეხბურთელების მიმართ უხეშობა ბუნებრივი მოვლენაა. მთელი კარიერის მანძილზე ამ პრობლემას ვებრძვი, მაგრამ აუცილებელია, რომ „რეალში“ ის მეტად დააფასონ. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელზე, რომელმაც „ბლანკოსში“ ეპოქა უკვე შექმნა და უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა, მის ასაკში 200 მატჩი ლა ლიგაში მარტივი არ არის.“
„ვინი ნამდვილი ლიდერია, ის დიდ საქმეს აკეთებს, როგორც კლუბისთვის, ასევე ნაკრებისთვის, სწორედ ამიტომ დიდი მხარდაჭერა უნდა იგრძნოს, რათა მოტივაცია ჰქონდეს და დიდ შედეგებს მიაღწიოს.“
- 8 თებერვალი 2023
- 3 057
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.