გადამწყვეტი მომენტი - კროოსმა გადაწყვეტილება დაანონსა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ტონი კროოსმა გადაწყვეტილების შესახებ სამეფო კლუბს უნდა მიმართოს...
დიახ, სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა იმ „დედლაინის“ დასრულებამდე, რომელიც გერმანელ ფეხბურთელს ჰქონდა.
2022 წლის 1 დეკემბერს „ბლანკოსმა“ ტონის ოფიციალური წინადადებით მიმართა. მოთამაშე მოსაფიქრებლად ორთვენახევარი ითხოვა, რომლის ვადაც უკვე იწურება.
სერხიო რამოსის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ „რეალი“ დაგვიანებულ გადაწყვეტილებებზე აღარ რეაგირებს, შესაბამისად, კროოსმა გუნდის ხელმძღვანელობას მომდევნო 7 დღის განმავლობაში დეტალები უნდა შეატყობინოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გახდება თუ არა მაშინვე საჯარო ნახევარმცველის გადაწყვეტილება.
- 8 თებერვალი 2023
- 2 211
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.