„რეალი“ და „ალ აჰლი“ 2001 წელს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
8 თებერვალს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „ალ აჰლი“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ისტორიის განმავლობაში ეგვიპტურ-ესპანური ჯახი მეორედ გაიმართება. პირველი 2001 წელს, კაიროში შედგა. ამხანაგურ პაექრობაში ადგილობრივებმა 1-0 დაამარცხეს ვარსკვლავური მადრიდი, რომელიც შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: სეზარი, ელგერა, იერო, ზიდანი, ფიგუ, კარანკა, მაკელელე, რობერტო კარლოსი, რაული, სავიო და ჯერემი.
აღსანიშნავია, რომ „ალ აჰლის“ 116 წლიანი წარსული უმაგრებს ზურგს. მათ ანგარიშზეა ქვეყნის 44 ჩემპიონობა და აფრიკის 10 თასი. საერთო ჯამში კლუბი 140 ტიტულს მოითვლის, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია სპორტის ამ სახეობაში.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ „ალ აჰლი“ მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბადაა დასახელებული (კონტინენტის მასშტაბით).
- 7 თებერვალი 2023
- 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.