ვინისიუსი ძალიან უკმაყოფილოა
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ არაკომფორტულ სიტუაციაშია.
Relevo-ს ინფორმაციით, ვინისიუსი ძალიან უკმაყოფილიო ესპანელი არბიტრებისა და რასიზმთან ბრძოლის სამსახურით. პირველ შემთხვევაში ის ფიქრობს, რომ არბიტრები არ აჯარიმებენ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ თამაშის წესი დაარღვიონ მის წინააღმდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, რათა აღიკვეთოს რასისტული ქმედებები სამხრეთ ამერიკელის მიმართ.
ამასთანავე, ვინის გარემოცვის აზრით, ზოგიერთი მედია-საშუალება სპეციალურ ამწვავებს სიტუაციას მადრიდელის ირგვლივ და განზრახ აღვივებს აგრესიულ მუხტს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსგავს გარემოში ასპარეზობისა, ვინისიუსი ერთი წამითაც არ ფიქრობს „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებაზე. მას მეტად უყვარს სამეფო კლუბი და დიდი გეგმების აქვს.
22 წლის სპორტსმენის სურვილია, ლა ლიგის მხრიდან სამართლიანი მიდგომა არსებობდეს. სწორედ ამიტომ არ ერიდება ტებასის უწყების კრიტიკას.
- 7 თებერვალი 2023
- 1 287
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.