„სიტი“ დაშლის პირასაა, ჰოლანდი და დე ბრუინი „რეალში“
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „სიტის“ ქვედა ლიგაში დაქვეითების რისკი საკმაოდ მაღალია და საუბრები ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალურ ხასიათს არ მიიღებს...
ვრცელდება ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, 100-ზე მეტი ფინანსური დარღვევისა და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო მანჩესტერულ კლუბს ქულებს ჩამოაკლებენ, მაგრამ საქმე იმაზე რთულად არის, ვიდრე თავიდან იყო ცნობილი.
ფაბრიციო რომანოს თქმით, მანჩესტერულ მხარეს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ხოლო ბრიტანული გამოცემების ცნობით, ქვედა ლიგაში დაქვეითების შემთხვევაში კოლექტივი დაშლის პირას მივა.
დიახ, „სიტის“ პრობლემები აქვს, სხვა მსოფლიო გრანდები კი გუნდის ვარსკვლავებზე ნადირობას უკვე იწყებენ.
ბრიტანელთა ცნობით, ერლინგ ჰოლანდს და კევინ დე ბრუინს მადრიდის „რეალი“ მაშინვე დაუმიზნებს და ორივე მოთამაშეს საოცნებო კონტრაქტს შესთავაზებს.
სამეფო კლუბის წარმომადგენლობა ინგლისში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მოქმედაბზე გადავა.
- 7 თებერვალი 2023
- 7 774
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.