რაულმა პრემიერ ლიგის გუნდს უარი უთხრა
სამეფო კლუბის ლეგენდარული „შვიდიანის“ დარიგებული „კასტილია“ შესანიშნავად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში.
ახალაგზრდა მადრიდელები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებიან და დიდებული შანსი აქვთ, რანგით მაღალ დივიზიონში დაწინაურებისა.
AS-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, რაულ გონსალესმა უარით გაისტუმრა „ლიდს იუნაიტედის“ წარმომადგენლები, რომლებიც ჯესი მარშის გაშვების შემდეგ, ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში არიან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევაში, როდესაც „ელ კაპიტანო“ ყურად არ იღებს უფრო მაღალ დონეზე მუშაობის შეთავაზებას. მანამდე, ინგლისელების ბედი გაიზიარეს „შალკესა“ და „აინტრახტის“ ბოსებმაც.
- 7 თებერვალი 2023
- 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.