ვინისიუსი - ლა ლიგამ მოკვლევა დაიწყო
ესპანეთის სტადიონებზე ვინისიუსის რასისტული შეძახილებით შემკობა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
გამონაკლისი არც „მალიორკას“ საშინაო არენა გამოდგა, სადაც „რეალის“ სტუმრობის დროს, ტრიბუნიდან არა ერთხელ გაისმა შემდეგი ფრაზა: „ვინისიუს, შენ ხარ ბო#^%@ მაიმუნი.“
ლა ლიგამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მყისვე დაიწყო მოკვლევა. ის „წითლების“ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს, ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ან ფოტო მასალა თუ გააჩნიათ, გადააგზავნონ შესაბამის მისამართზე, რათა კომისიამ მოკლე დროში მოახერხოს დამნაშავეების პოვნა.
მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის მხრიდან მოხდება ინფორმაციის შეგროვება, საქმეში სათანადო სამსახურები და სასამართლო ჩაერთვება.
- 6 თებერვალი 2023
- 1 053
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.