ვლაჰოვიჩი გარდამავალი კონტრაქტის გაფორმებაზეც თანახმაა
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ გადასვლის გამო დუშან ვლაჰოვიჩი დათმობებზე წასვლას აპირებს...
სერბი ფორვარდი მზად არის, მადრიდულ მხარესთან გარდამავალი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის საწყისი ვადაც 2 წელი იქნება, ხოლო გახანგრძლივების პერსპექტივა +3 წელი.
არსებული ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი მზად არის, საშუალო ხელფასსაც დათახნდეს, ის დარწმუნებულია, რომ „ბლანკოსში“ დიდ წარმატებას მიაღწევს და კლუბი თავად მოისურვებს, როგორც სარგოს გაზრდას, ასევე კონტრაქტის ვადის გახანგრძლივებასაც.
მოთამაშეს „იუვენტუსთან“ ურთიერთობა ძალიან დაეძაბა, დუშანი ღიად აცხადებს, რომ „ბებერ ქალბატონში“ სერიოზული ხარვეზებია, რაც ფეხბურთელების მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს.
- 6 თებერვალი 2023
- 1 255
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.