კამავინგას საკლუბო მუნდიალზეც მცველად თამაში მოუწევს
იმ ფონზე, რომ ედერ მილიტაო ტრავმირებულია და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობას მაღალი ალბათობით ვერ შეძლებს, კარლო ანჩელოტი დაცვის ცენტრის დაკომპლექტებას რუდიგერის და დავიდ ალაბას დუეტით აპირებს.
ზემოაღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე კვლავ ედუარდო კამავინგა უნდა გაისარჯოს, რომელიც „მალიორკასთან“ საშინელ მატჩშიც კი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
- 6 თებერვალი 2023
- 424
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.