„რეალს“ პრეტენზიები აქვს
სამეფო კლუბის ფეხბურთელები მალიორკადან უქულოდ დაბრუნდნენ სახლში. „რეალს“ საკმაოდ ნიშანდობლივ დროს დაუცდა ფეხი და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში უკვე 8 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას.“
„მარკას“ ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია განვლილი მატჩის მსაჯობით. ისინი ფიქრობენ, რომ ერნანდეს ერნანდესმა არაფერი მოიმოქმედა მასპინძელი გუნდის აგრესიული ტაქტიკის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ვინისიუსთან დაკავშირებით. მეტოქემ 29-ჯერ დაარღვია თამაშის წესი, თუმცა იმ რაოდენობის ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენიც „რეალმა“ - 5. აქედან, 3 გაფრთხილება მატჩის მიწურულს დაიბევეს „წითლებმა.“ მადრიდელები ფიქრობენ, რომ ეს არანორმალურია.
შეიძლება ითქვას, ჯარიმების ხშირი აღებით, „მალიორკამ“ უბრალოდ საშუალება არ მისცა „რეალს“ ეთამაშა ჩვეული ფეხბურთი.
- 6 თებერვალი 2023
- 1 067
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.