ხედირასა და კარვალიოს დებიუტი წარმატებული გამოდგა
გუშინ, მადრიდის რეალმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა მიუნხენის ბაიერნი. ყველა საინტერესო ფაქტთან ერთად იყო ერთი ნიუვანსი, სამეფო კლუბის შემადნგელობაში გამოჩნდნენ რიკარდო კარვალიო და სამი ხედირა, რომლებიც კლუბის ახალწვეულები არიან...
ესპანელ ექსპერტთა აზრით ორივე ახალწვეულმა მაღალ დონეზე ითამაშა და ჟოზე მოურინიოს იმედი გაამართლა, განსაკუთრებით აღინიშნება კარვალიოს თამაში, რომელმაც რამდენიმე მომენტში გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს სერიოზული შანსები ჰქონდათ გოლის გატანისა, რიკარდოს თამაში მაინც დადებითად შეფასდა, რადგან მან თავგანწირვით ითამაშა.
რაც შეეხება სამი ხედირას. გერმანელი ნახევარმცველისთვის ისევე, როგორც პორტუგალიელისთვის ეს პირველი მატჩი იყო "ბლანკოსის" შემადგენლობაში და ყველაფრის მიუხედავად მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იყო მომენტები, როდესაც სამის უკეთესად შეეძლო თამაში, მაგრამ ასევე იყო მომენტები, სადაც იგი შეუდარებელი გახლდათ. პირველი თამაშის კვალობაზე მან მართლაც კარგად ითამაშა და ექსპერტთა სიმპათიებიც დაიმსახურა.
- 14 აგვისტო 2010
- 1 777
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.