„მალიორკას“ „VAR“ შეუტევს
ესპანური გამოცემების ცნობით, კარიმ ბენზემას ტრავმიანობის ფონზე, ანჩელოტის „რეალის“ წინა ხაზში ცვლილებების განხორციელება მოუწევს...
კარლო ანჩელოტი „მალიორკას“ წინაღმდეგ „VAR“ ტრიოს გამოყენებას აპირებს. წინა ხაზი ვინისიუსმა, ასენსიომ და როდრიგო გოეშმა უნდა დააკომპლექტონ. ეს უკანასკნელი ბენზემას ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე შეცვლის.
ასევე ცნობილია, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება ტონი კროოსის მოედანზე გასვლას. დისკომფორტის მიუხედავად, ის მზად არის სათამაშოდ.
- 4 თებერვალი 2023
- 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.