„მალიორკა“ საშინაო არენაზე უფრო ეფექტურია
მოგეხსენებათ, ხვალ მადრიდის „რეალი“ „მალიორკას“ ესტუმრება და ლა ლიგის აქტივში მორიგი 3 ქულის ჩაწერას შეეცდება, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „წითლები“ საშინაო არენაზე გაცილებით ეფექტურად ასპარეზობენ...
„მალიორკას“ 19 ჩატარებულ დაპირისპირებაში 25 ქულა აქვს მოპოვებული და ლა ლიგის ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს. გუნდს საერთო ჯამში 15 გატანილი და 18 გაშვებული გოლი უფიქსირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ 25 ქულიდან გუნდმა 14 საშინაო არენაზე მოიპოვა. ასევე გატანილი 15 გოლიდან 8 საშინაო არენაზე დააფიქსირა.
9 საშინაო მატჩიდან გუნდმა 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო 3 წააგო. ხოლო 10 გასვლითი დაპირისპირებიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ „ბლანკოსს“ ლა ლიგის მომდევნო ტურში საშუალო დონის მეტოქე ჰყავს, რომელიც როგორც ცხრილის ფსკერს, ასევე ევროზონას ზუსტად 6-6 ქული ტურით არის დაშორებული.
შეგახსენებათ, „მალიორკასა“ და „რეალის“ შეხვედრა ხვალ, 5 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
- 4 თებერვალი 2023
- 320
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.