სებას რისკების შეფასება მოუწევს
დანი სებალიოსმა სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ესპანელი ნახევარმცველის კარიერა ბოლო თვეებში შესანიშნავად წარიმართა, მაგრამ მომავალში ბევრი კითხვისნიშანი არსებობს...
მაგიდაზე 4 წლიანი კონტრაქტი დევს, სადაც შემოსავლების გაზრდაც არის გათვალისწინებული, მაგრამ საკითხავია, დარჩება თუ არა კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
თუ კარლიტო გუნდს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს, სებას შანსები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი, მაგრამ არავინ იცის, მწვრთნელის ცვლილების შემთხვევაში, ახალი ხედვები როგორი იქნება.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გუნდში ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემთხვევაში, დანის შანსი ნულოვანი გახდება. ფრანგი სებალიოსს არასდროს წყალობდა და გუნდიდან იჯარის წესითაც გაუშვა.
ახლა სებას რისკების შეფასება მოუწევს. წინადადება უკვე არსებობს. „მარკას“ და „ას“-ის ცნობით, მომდევნო კვირებში დანი ბევრ საკითხს გააანალიზებს და „მერენგების“ ხელმძღვანელობას პასუხს ეტყვის.
- 4 თებერვალი 2023
- 544
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.