ზიდანი „რეალში“ დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს
ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანი მზად არის, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მესამედ დაბრუნდეს, თუმცა მას მოთხოვნები აქვს...
ფრანგის აზრით, „მერენგების“ რიგებში სრული გადახალისება და ახალი პროექტის დაწყებაა საჭირო, სწორედ ამიტომ ფლორენტინო პერესმა ლეგენდის სატრანსფერო გეგმა უნდა განახორციელოს.
ზიზუ ჯერ „რეალის“, ხოლო შემდეგ სხვა გუნდების წინადადებებს ზაფხულში განიხილავს.
მადრიდული გამოცემები კი იუწყებიან, რომ ეს საუბრები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტის წასვლისა და ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის შესახებ. ფაქტია, რომ კარლიტო სამხრეთ-ამერიკაში 3 წლით დარჩენის პერსპექტივით მოხიბლულია.
გარდა ზიზუსი, „მერენგებში“ დამრიგებლის პოზიციაზე ტომას ტუხელს, მოურინიო პოჩეტინოს, ჟოზე მოურინიოს და რაულ გონსალესის კანდიდატურებსაც განიხილავენ.
- 4 თებერვალი 2023
- 6 348
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.