„ბერნაბეუზე“ მოედნის საფარს შეცვლიან
„რეალს“ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ უწევდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ასპარეზობა.
საშინაო არენაზე დაბრუნებულ მადრიდელებს კი, მოედნის საფარი არასახარბიელო მდგომარეობაში დახვდათ, რამაც კარლო ანჩელოტის დიდი აღშფოთება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში (15 თებერვლამდე), მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ, შესაბამისი კომპანია მოედნის საფარს შეცვლის. მათი განცხადებით, ბალახის მსგავს კონდიციამდე მისვლა, განპირობებულია სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებით.
- 4 თებერვალი 2023
- 411
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.