სებალიოსმა „რეალისგან“ შეტყობინება მიიღო
ბოლო პერიოდის განმავლობაში დანიელ სებალიოსი შთამბეჭდავი ასპარეზობით გამოირჩევა.
როგორც იცით, ესპანელ ნახევარმცველს სამეფო კლუბში ყოფნის ვადა 30 ივნისს ეწურება და შესაბამისად, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მის კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხი მეტად აქტუალური თემაა, როგორც პრესაში, ასევე გულშემატკივრებში.
„ვალენსიასთან“ მატჩის მიწურულს, „სანიტაგო ბერნაბეუს“ პუბლიკა ერთხმად მოუწოდებდა ფეხბურთელს კლუბში დარჩენისაკენ.
„მარკას“ ინფორმაციით, დანის „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა, რომ მასთან ურთიერთობის დასრულებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მხარეები ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, 4 წლიანი იქნება. მოთამაშე უკეთესს სახელფასო პირობებსაც მიიღებს.
- 4 თებერვალი 2023
- 564
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.